26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ეროვნული კარილონი ქ. კანბერაში;

ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა საქართველოს დროშის ფერებით;

ბელგიაში, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართა;

26 მაისთან დაკავშირებით, ქ. სტამბოლში ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი განათდა;

26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიეტუვას ცენტრალური ხიდი, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი და საქართველოს საელჩოს შენობაზე გამოიფინა საქართველოს დიდი დროშა;

სლოვაკეთში საქართველოს შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა;

ესტონეთში განათდა „მეტრო პლაზას“ შენობა;

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიაში, დუბლინის მერიის შენობა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა;

ქ. სტოკჰოლმში, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ციფრულ სარეკლამო აბრაზე, 24 საათის განმავლობაში, გავა საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, კულტურის, ისტორიის და საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებული ვიდეო-რგოლები;





banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: 26 მაისი მართლაც მნიშვნელოვანი დღეა – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება სჭირდება