26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვის ხსნოვნას, გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის ადგილი ევროკავშირშია – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსნოვნას.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია.

„26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსნოვნას. ეს არის ის, რაც აერთიანებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ჩვენი მოქალაქის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიდამპყრობლებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები
შემდეგი სტატიაუკრაინამ დასავლეთისგან სუ – 25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო