26 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიგაიაქტიურე ავტოპილოტით ინვესტირება თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე და დასაჩუქრდი
შემდეგი სტატიაჯობია, შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით – ზავრადაშვილი