26-29 მაისს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით 26-29 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება, ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა, რომელიც თბილისში მეორედ იმართება.
“დღეს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითეთრუაშვილმა მამალაძეს გველის შხამის ყიდვა სთხოვა-ახალი დეტალები ე.წ. ციანიდის საქმეში
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის ოჯახს უსამძიმრებს