26 მაისის აღსანიშნავად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყო

news
ავტ.: news მაისი 23, 2015 14:57 განახლებულია

26 მაისის აღსანიშნავად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყო

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყო.

სხვა სტატიები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყო.

ამასთნ დაკავშირებით განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტრომ სხვადასხვა უწყებას “საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის: ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს – 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – 385 000 (სამასოთხმოცდახუთი ათასი) ლარი; 2 გ) სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს – 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი; დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას – 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი”.

პრემიერის განკარგულება 15 მაისით თარიღდება.

news
ავტ.: news მაისი 23, 2015 14:57 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics