“ჩვენ გვქონდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე ობამასთან… ამის გაფუჭება შეიძლებოდა?” – მიხეილ სააკაშვილი

მაშველებმა მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს

„რუსეთთან ვაჭრობა არის ნორმალური და კარგი და წასახალისებელი, მაგრამ როგორც კი გრძნობენ, რომ მთლიანად მათზე ხარ ჩამოკიდებული, ეგრევე იწყება სხვა ბერკეტების ამოქმედება,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

სააკაშვილმა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ ეთერში საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, რუსული ბაზრის წინააღმდეგი არ იყო, უბრალოდ მთავარია, რომ დამოკიდებული არ გახდეს ქვეყანა.

„ჩვენთან, საქართველოში პრობლემა იმის გამო კი არ არის, რომ გაბუნიამ რამე თქვა ან ქუჩაში ხალხი გამოვიდა, პრობლემები არის იმის გამო, რომ არის ქურდობა, კორუფცია, საქართველოს ეკონომიკა აღარ იზრდება იმის გამო, რომ მთელ ფულს იდებს ივანიშვილი ჯიბეში და ივანიშვილი იდებს მთელ ფულს ჯიბეში ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს გაუჭირდა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება ხელისუფლების შეცვლა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მათ შორის, ლაზიკის პროექტის.

“ჩვენ უნდა გადმოვქაჩოთ ფული ყველა მეზობელი მდიდარი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ რუსულ ფულზე უარი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ფული, არამედ უნდა იყოს ერთ-ერთი წყარო კაპიტალის, ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ტურისტები ყველა მხრიდან,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ისტორიულ გაუფასურებას ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მოჭრა ყველა გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებდა.

„არაფერი ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის საჭირო. მე თავის დროზე რომ ვიძახოდი სინგაპურიზაციას, სინგაპურიზაცია ჩემი ხუშტური კი არ იყო. ეს არის თემა, რომ შენ ხარ ცენტრი რეგიონის, ყველა გზა შენზე გადის, ყველას უხარია შენთან ვაჭრობა, ყველას უხარია შენი გავლით ოპერაციების წარმოება. ყველას უხარია შენთან ჩამოსვლა, ყველას უხარია შენში ფულის ჩადება. ყველას უხარია შენი სპეციალისტების დასაქმება. დუბაი ამ კონცეფციაზეა აგებული, თავის დროზე ლიბანი ამ კონცეფციაზე იყო აგებული. საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ჩვენ გვქონდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე ობამასთან. ამის გაფუჭება შეიძლებოდა?,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას ჰქონდა საშუალება ამერიკის ბაზარზე შესულიყო, თუმცა მოქმედმა მთავრობამ არჩია, რომ დამოკიდებული ყოფილიყო რუსეთზე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მე მიმაჩნია, რომ გაბუნიას გამოხტომა იყო სულელური, არაფერ შუაში არ იყო და აუტკივარი თავი ავიტკიეთ, კაცმა არ იცის, რატომ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: გაბუნიამ სისულელე თქვა და ვიღაც კაციჭამია კადიროვმა უნდა მოკლას და ამით უნდა იმუქრებოდეს?