ვარდების მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო

ვარდების მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათ სურთ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს კიდევ ერთხელ გააგონონ მოთხოვნა, რომ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე და დატოვოს თანამდებობა.

მსვლელობას შეუერთდნენ „ევროპული საქართველოსა” და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მსვლელობის მონაწილეები დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე შეკრებასაც გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე – ბახტაძე
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – გიორგი გახარიამ ყველაზე საკვანძო კითხვას აარიდა თავი, თუ ვინ გასცა ბრძანება სისხლიან დარბევაზე