,,ივანიშვილმა კვლავ გათვალა ძალაუფლებაში დარჩენის და საკონტროლო პაკეტის პერსპექტივაზე და ნულპროცენტიანი ბარიერი გამოგვიცხადა”

,,20 ივნისის ღამეს ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს. შედეგად მან დაიწყო ბარტყების გადმოყრა და პროპორციულ არჩევნებზე განაცხადა თანხმობა, რასაც ჩვენ რამდენიმე ათეული წელია ვითხოვთ, მაგრამ სანამ არ გადადგება ჩვენი ახალგაზრდების თვალების დამთხრელი გახარია, სანამ არჩევნები არ გახდება სავალდებულო, არ გაუქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ დადგინდება კონსტიტუციური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, სახალხო წინააღმდეგობა არ შეწყდება და უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს”-ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა

ნეთელაშვილის თქმით,ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებით ძალაუფლებაში დარნჩენის შესაძლებლობა გათვალა.

,,მინდა ეს კარგად იცოდეს რეჟიმის გაკოტრებულმა, მკვლელად გადაქცეულმა ხელმძღვანელმა, რომლის გვარი გახლავთ ივანიშვილი და რომლის მთლიანი სახე იხილა მსოფლიომ. ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, იძულებითი იყო, ამას დასჭირდა ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლის გაწირვა, მაგრამ კვლავ გათვალა ძალაუფლებაში დარჩენის და საკონტროლო პაკეტის პერსპექტივაზე და ნულპროცენტიანი ბარიერი გამოგვიცხადა.

ეს ნიშნავს, რომ პარლამენტს კი არა, დამფუძნებელ კრებას ვირჩევთ, ან 1992 წლის სიტუაციას, როცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ცალკეულ შეიარაღებულ ფორმირების ნარჩენები მასობრივად შემოიყვანეს პარალმენტში. ამ სატყუარას არავინ ჭამს. ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ, რომ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის გარეშე კვლავ კოორდინატორები დაგვწერენ უბნებში საარჩევნო შედეგებს და იქ მიიყვანენ მილიარდელის მიერ ნაყიდ ამომრჩეველს და თუ ეს ცეესკო დარჩება როგორც მუდმივმომქმედი ორგანო, თავის თავმჯდომარიანად, ისინიც იმას დაწერენ, რასაც უკარნახებენ ჯერ-ჯერობით შემორჩენილ შუშის სასახლიდან.

არც იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ ეს ყაჩაღი ბანდიტი მაჟორიტარები და მათი კოლეგა ოლიგარქები, უახლოეს ხანში დაარეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიებს და პარლამენტში ისევ შემოვლენ, ამჯერად პარტიული სიით და პარლამენტში კვლავ გვეყოლებიან მაკრახიძეები, ოდიშარიები, ისკო დასენი და მთელი პრორუსული სპექრი _ რაინდები, თავადები, აზნაურები და მივიღებთ არჩევნებისთანავე დასაშლელად მომზადებულ უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს, რომელიც იქნება მუდმივ სამთავრობო კრიზისში, მუდმივ ხელახალ არჩევნებში და ვერცერთი პარტია ვერ შეასრულებს ხალხისთვის მოცემულ დაპირებებს.

ანუ, ივანიშვილი გრძნობს, რომ ის დამთავრდა და პრინციპით: ქვა ქვაზე არ დარჩენილა ირჩევს მაოხრებელი გზირის ფუნქციას და გვთვაზობს მოდელს, რომელიც დასაწყისშივე ჩასაშლელადაა განწირული. ამიტომ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ქართულ პოლიტიკაში ამათი არსებობაც უნდა დამთავრდეს!”-აცხადებს შალვა ნათელაშვილი

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ბარიერის მოხსნა არის სრული ქაოსის ინსპირაცია
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: 20-დან 21 ივნისის ღამეს ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და მე ვერ ვხედავ ვერავის დასჯილს