ფრედერიკ ბენ ჰოჯესი: გამოწვევების ფონზე აუცილებელია გამოცდილი, ძლიერი შეირაღებული ძალების ყოლა

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესის განცხადებით, გამოწვევების ფონზე აუცილებელია გამოცდილი, ძლიერი შეირაღებული ძალების ყოლა.
ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამით ფრედერიკ ბენ ჰოჯესი კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშეა რუსული აგრესიული პოლიტიკის ფონზე საქართველო და უკრაინა, გარდა ამისა, პოტენციური საფრთხე არსებობს ისლამური სახელმწიფოს მხრიდან.
კითხვაზე, კონკრეტული რეკომენდაციები ხომ არ ექნებოდა საქართველოსა და უკრაინისთვის, ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ყველას, ვისაც სამხედრო ფორმა აცვია, პირველ რიგში უნდა გამოწვევები პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაწყდეს.
“აქ უნდა იყოს როგორც დიპლომატიური, ეკონომიკური ზეწოლა, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს საინფორმაციო ომში წარმატების მიღწევის საშუალება. მაგრამ აუცილებელია ასევე ძალიან ძლიერი, გამოცდილი შეირაღებული ძალების ყოლა”, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური თბილისი ვარაუდობს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა 2016 წლიდან იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაევროვიზიის გამარჯვებული შვედეთი გახდა