ზუგდიდში 90-ზე მეტ პენსიონერ მასწავლებელს სამსახურიდან წასვლა სურს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკის 94-მა მასწავლებელმა მიიღო გადაწყვეტილება სკოლიდან წასვლის შესახებ. მათ სამსახურიდან წასვლის სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც ფულადი ჯილდოს – ორი წლის ხელფასის მიღების შესახებ გახდა ცნობილი. ამის შესახებ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უთხრეს. ამავე ინფორმაციით, სულ ზუგდიდში 1529 პრაქტიკოსი პედაგოგია, მათგან 230 მასწავლებელი პენსიონერია.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

საპენსიო ასაკის პედაგოგებს გადაწყვეტილების მიღება 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. რაც შეეხებათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც სკოლიდან წასვლაზე უარს იტყვიან. საქმიანობის გაგრძელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით შეეძლებათ.

სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა დაიწყება.

წყარო:”რადიო ათინათი”

banner
წინა სტატიაშიგია გაბრიჭიძე – „პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია“
შემდეგი სტატიაპრემიერს, ალბათ მეტი ძალისხმევა მართებდა, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის – ჭიჭინაძე მოხსენებაზე