საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ იტალიაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ

იტალიაში ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საქართველოს საკონსულოში შეტყობინება არ შესულა, – ამის შესახებ აგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ავარიით დაშავებულთა იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება.

„ამ დროის მონაცემებით, იტალიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ არ შესულა. ჯერ მიმდინარეობს დაშავებულთა იდენტიფიცირება“, – აცხადებენ უწყებაში.

იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე, 15 ადამიანი. „ბიბისის“ ინფორმაციით, ავტობუსში რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იტალიაში ჩასული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. წინასწარი ცნობით, ავარიის დროს ავტობუსში სულ 60 მგზავრი იყო. იტალიაში რუსეთისა და სომხეთის საელჩოებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დაშავებულთა შორის მათი მოქალაქეები არიან.

banner
წინა სტატიაშიცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება
შემდეგი სტატია„ჯორჯიან მანგანეზი“ – დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ, კომპანია სასამართლოსა და სამართალდამცველებისთვის მიმართვას იწყებს