25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის საქმე – პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 10:19

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის საქმე – პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს

25 წლის გოგო მკვლელობაში ბრალდებული, მისივე მამინაცვალი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე მეუღლის მიმართ ძალადობისთვის 2015 წელს დააკავეს, ხოლო 2017 წელს შეწყალების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
რატომ მოხდა მისი გათავისუფლება ვადაზე ადრე პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის მიერ, – ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ,,ნიუპოსტს“ პრეზიდენტის პრესამსახურში განუცხადეს, დღეს გიორგი მარგველაშვილი თავად გააკეთებს განცხადებას და დეტალებზე ისაუბრებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 10:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics