25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვზე, გუშინ მოხდა. გოგოს, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ყელი გამოჭრეს – სავარაუდოდ, ყოფილმა მამინაცვალმა.

მეზობლების თქმით, ბრალდებული ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციაში გამოცხადდნენ და შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. გოგომ პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა – პირადი საქმეების გამო. პოლიციაში მკვლელობაზე შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გოგო გარდაცვლილი დახვდათ.

მოკლული 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილია, მკვლელობაში ბრალდებული – 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალში გული და თავის ტვინი ამოაცალეს