25 წლიანი უმწიკვლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში – ნიკა გვარამია ISFED-ზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი “სამართლიანი არჩევნების” განცხადებას ეხმაურება, რომელიც ორგანიზაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ISFEDის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ფორმით (ზეპირო განმარტების და ახსნის და შეკოთხვებზე პასუხების ღირსადაც არ ჩათვალეს საზოგადოება) მოცემული და ზეუცნაურ დროს (დღეს ცხადია ისედაც რაც ხდებოდა) შეცვლილი ციფრების კონტექსტში, ცხადი ხდება, რატომ დაიწყო ოცნებამ მოლაპარაკებებზე ხელახალ გადათვლაზე, “1%ზე მეტი თუ იქნა, ხელახალი არჩევნებს დავნიშნავთ”-ზე და მსგავსებზე საუბარი. და აი, უცაბედად, დაოდო კიდეც 1%ზე ნაკლები ციფრები, ჰოი, საკვირველებავ :)))
რაც შეეხება ამაზე ზოგი ოპოზიციონერის “გულუბრყვილო” აღფრთოვანებას, უკვე ძალიან საეჭვოა ეგეც და ნამდვილად აღარ გავს გულუბრყვილობას. თან ძალიან აღარ გავს. და ახლა, როცა ნათელია, რომ ისფედის ხაფანგი მზადდებოდა მთელი ეს კვირები ოპოზიციისთვის, კიდევ ისფედზე და გადათვლაზე ლაპარაკი, უკვე ვერ მიხვედრას ნამდვილად არ გავს. აქაც, ძალიან არ გავს.
ნუ, ISFEDის მომავალი, სამწუხაროდ, ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა. 25 წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში. ასე ანადგურებს ქართული ოცნება ყველაფერს. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია – წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიტროლების მომრავლება მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა ხალხს სწორი ხედვა შესთავაზა – ადმინისტრაცია
შემდეგი სტატიამუხრან ბურჭულაძე: პრინციპულად ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება „ჩაკრულო“-ს წელი