25 წლამდე ასაკის უკრაინელი სამხედრო ტყვეები შინ დაბრუნდნენ

პრინციპით “ყველა-ყველაზე” მორიგი რაუნდის ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ დღეს რუსეთის სამხედრო ტყვეობიდან მშობლიურ ქვეყანაში კიდევ 66 უკრაინელი ტყვე დაბრუნდა.

მათი უმრავლესობა ტყვეობაში 2022 წლიდან, ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან იმყოფებოდა.

მათი უსაფრთხოების გათვალისწინებით, სრული სია მოგვიანებით გამოქვეყნდება. უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე ყოფილ ტყვეებს უკრაინის დროშები დაურიგეს და ოჯახის წევრებთან დარეკვის უფლება მისცეს.

ემოციური კადრები, რომელიც ასახავს ყოფილი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – ახალი წესებით უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო, ეროვნული არჩევნები და შემდეგ – თვითმმართველობის ან ორივე ერთად
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა