,,25 წელია გვიწევს ბრძოლა, რომ გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ და დამოუკიდებლობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას”

25 წელია გვიწევს ბრძოლა, რომ გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ და დამოუკიდებლობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა ბურჭულაძემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

“დღეს ერთ-ერთი მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში. 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 არმია შემოიჭრა საქართველოში და ჩვენ დავკარგეთ დამოუკიდებლობა. ამ ადგილას ჩვენ გვახსენდება, რომ 25 წელი ა ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი და 25 წელია გვიწევს ბრძოლა, რომ გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ და დამოუკიდებლობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. დიდება ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავისი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

იუნკერთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ “საქართველოს განვითარების ფონდის” სხვა ლიდერები, ასევე ფონდის წევრები. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

“საქართველოს განვითარების ფონდის” ერთ-ერთ ლიდერის ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ეს არის ადგილი, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი პრობლემა, მთავარი მტერია და ამ კრიზისისგან ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს.

“ჩვენი თაობის ვალია საქართველოს დეოკუპაცია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს რუსეთის ოკუპაციის ტვირთისგან და ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა რეალურად დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრონ. ეს არის ტვირთი, რომელიც ჩვემა თაობამ უნდა ზიდოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპირებული საქართველოს ტვირთი მომავალ თაობებს არ გადავცეთ”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი კობა კობახიძე დაკითხა