25 ივნისს იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს

25 ივნისს, შაბათს, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის დასრულებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

იუსტიციის სახლის ცნობით, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ამ დრომდე ვერ ისარგებლა აქციით, იუსტიციის სახლი საშაულებას აძლევს გამოიყენოს დარჩენილი დრო და შეცვალოს ძველი პირადობის მოწმობა ახლით.

აქცია, რომელიც 17 წლიდან მოქალაქეებისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემას ითვალისწინებს 26 მაისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაში“ჩემს ყოფილ სტუდენტებს მინდა შევახსენო, რომ ქვეყნის მიზანი არ უნდა იყოს რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება”
შემდეგი სტატიადღეს „საჰაერო ტაქსმა“ ინგირის ადმინისტრაციული ერთეულის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზესაცდელი ფრენა განახორციელა