25 გარდაცვლილი და 100 დაშავებული – ხანძარი საუდის არაბეთში

ხანძარს საუდის არაბეთში 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს.

ტრაგედია ქალაქ ჯიზანის საავადმყოფოში დატრიალადა, სადაც გამთენიისას, ხანძარი ინტენსიური თერაპიისა და სამშობიაროს განყოფილებაში გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას 20–ზე მეტი სამაშველო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიამანანა ნაჭყებია: ვერც ხვდებიან, რომ ეს იყო სერიოზული დარტყმა დემოკრატიაზე