საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ-ამის შესახებ “თაიმერს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ – ტაჯიკეთის პრეზიდენტის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული სამსახურის, გენერალური პროკურატურისა და ეუთოს წარმომადგენლობის ოფისის თანამშრომლები.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სტუმრებს გააცნეს უწყების უფლებამოსილება და სტრუქტურა, ესაუბრნენ საფინანსო – ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის და გამოძიების სპეციფიკაზე, განხორციელებულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე და ამ მიმართულებით დანერგილ მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიაზე.

საგამოძიებო უწყების საქმიანობის შესახებ ტაჯიკეთის დელეგაციის წევრებს პრეზენტაცია გამომძიებელმა ალექსანდრე მებონიამ წარუდგინა.
დისკუსიის ფარგლებში, სტუმრების კითხვებს უპასუხეს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ – ვაჟა ფანოზიშვილმა, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ხურცილავამ და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა ცომაიამ.

ტაჯიკეთის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ – ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პერსონალისა და სპეციალური ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი ბახტიორ მუროდოვი, ტაჯიკეთის პრეზიდენტის აპარატის თავდაცვისა და სამართალდამცავი დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ჯამშედ რაჰმონზოდა, გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორი გულრუხსორ იუსუფზოდა და ანტიკორუფციული სააგენტოს გადასახადების სფეროში ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი საფარ სალიმზოდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ეუთოს მისიის წარმომადგენელი ფილიპო ქრიველარო.

banner
წინა სტატიაშინადირაშვილი: მგონი მალე ზურაბიშვილიც გამოვა და იტყვის ნეტა ვინ შეიწყალა ესენიო
შემდეგი სტატიააშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამას აქვეყნებს