25 წლის ქალი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პირადი ჩხრეკისას 25 წლის თამარ გ.-ს 2 გრამი მეტადონის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

ბრალდებული თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში, დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე UNESCO-ს მშვიდობის არტისტი ხდება