მეუფე ანტონი – თუ შევხედავთ, რომ ვისაც ავალია დედამიწის მოწყობა, ისინი ვერ აწყობენ, მაშინ რეაქციის გარეშე ვერ დავტოვებთ

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დასადგენად დემარკაციის ახალი კომისიის განახლება დროული გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, განცხადებებზე, რაც მეზობელი სახელმწიფოსა თუ მესაზღვრეების მხრიდან კეთდება, პასუხი არა ეკლესიამ, არამედ სახელმწიფომ უნდა გასცეს.

„თუ შეიქმნა ძალიან კარგი არის და ძალიან დროულია, რადგან ამაზე გვიან უკვე აღარ შეიძლებოდა. აუცილებელია და ძალიან მინდა, რომ ეკლესიამდე არ მოვიდეს, ჩვენ პასუხისმგებლობამდე არ მოვიდეს ეს. მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ვისაც ავალია დედამიწის მოწყობა, ისინი ვერ აწყობენ, მაშინ რაღაცნაირად რეაქციის გარეშე ვერ დავტოვებთ. მე მგონია, სახელმწიფო გასცემს პასუხს“, – განაცხადა მეუფე ანტონმა

banner
წინა სტატიაშიდავით ბაგრატიონ-მუხრანელი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიასექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა