,,შალვა შავგულიძის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ ვინც „ნაციონალებთან“ დადგება, ყველა შემძულდება”

region
: region მაისი 1, 2019 16:12

,,შალვა შავგულიძის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ ვინც „ნაციონალებთან“ დადგება, ყველა შემძულდება”

შალვა შავგულიძის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ ვინც „ნაციონალებთან“ დადგება, რომლებმაც შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს, ყველა შემძულდება, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა, რომლის თქმითაც, შავგულიძის გადაწყვეტილება მცდარია.

თამაზ მოლაშვილის თქმით, თუ კი შავგულიძეს სიმართლისთვის ბრძოლა სურდა, სხვა პოლიტიკურ ძალასთან უნდა წასულიყო.

„ადამიანს სიკეთე არასდროს უნდა დაუკარგო, მაგრამ ცუდიც უნდა დაინახო. სიტყვა „ნაციონალები“ ჩემთვის ალერგიას ნიშნავს. ვინც მათ გვერდით დადგება, ყველა ჩემი შვილის მკვლელია. შალვა შავგულიძემ სოსო ბარათაშვილთან ერთად, ბევრი იბრძოლა სიმართლისთვის, მურუსიძეს და მთლიან წრეს, რომლებიც სულხანის საქმეში იყვნენ ჩართულები, სტრასბურგის განაჩენით, თავზე დაახია ყველა უკანონობა, მაგრამ შავგულიძე წავიდა იმ პარტიაში, სადაც ჩემი შვილის მკვლელები არიან. სულხანმა დაკავებამდე იცოდა, რასაც უპირებდნენ. მასთან მუშაობდა რომან ბოკერია, რომელიც სულხანს დიდ პატივს სცემდა. ჩემმა შვილმა გააგზავნა ის გიგა ბოკერიასთან, კითხე ერთი, რას გვერჩიანო. რომან ბოკერიამ მას გიგა ბოკერიასგან დაბრუნებულმა უთხრა, რომ აჩვენა დასაჭერების სია, სადაც სულხანის სახელიც ეწერა. გიგა ბოკერიას უთქვამს, ამ სიაში ვინცაა, ხელისუფლების შემდეგ ყველას დავიჭერთო და ასეც მოხდა. ეს თვითონ მითხრა სულხანმა, რომელიც ვიდრე ცოცხალი იყო, მის წამებაში პირადად ადანაშაულებდა გიგა ბოკერიას. ბოკერიას სულხანის სიცოცხლეში ხმა არ ამოუღია და რომ გარდაიცვალა მაგის მერე ალაპარაკდა. მე ხომ არ ვითხოვ სიკვდილით დასჯას, მაგრამ ამ ხელისუფლებამ რით ვერ მოთხოვა პასუხი ჩემი შვილის მკვლელებს. მურუსიძე არის უნამუსო. ის რასაც ამბობს, არ რცხვენია? ანუ ამბობს, რომ სტრასბურგი შეცდა და ის იყო მართალი? მიიღე გადაწყვეტილება და გადადექი. მაგრამ არა, მას ხელს აფარებენ. მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილს წერილით მივმართო”,- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

region
: region მაისი 1, 2019 16:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics