აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ვაზიანში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ უკიდურესად შეჭირვებულ პირებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს, – ამის შესახებ “თაიმერს” აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს  მთავრობიდან აცნობეს.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულმა კომიტეტმა მედიაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიათიბისი ბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხი