არჩილ კბილაშვილის “კავშირები” და ზეგავლენა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე

თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ისტორიული შენობის ბედი, რომელშიც ღვინის ქარხნაა განთავსებული კვლავ გაურკვეველია.თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუკრვეველი მიზეზითა და ვადით გადადებული პროცესი, რაც საქმეზე საბოლოო ვედიქტის გამოტანას აჭიანურებს, ქარხნის მეპატრონეებს ყოველდღიურ მატერიალურ ზიანს აყენებს.

მესაკუთრეების და არა მხოლოდ მათი ეჭვი საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შესახებ ყოფილ მთავარ პროკუროს, არჩილ კბილაშილს უკავშირდება, რომელიც მეორე მხარის ინტერესების დამცველად გამოდის. ანუ, მას შემდეგ რაც უზნაესმა სასამრთლომ ორ ინსტანციაში მოგებული საქმე სააპელაციოს დაუბრუნა გაჩნდა კითხვა: ხომ არ ისარგებლა ბოროტად საკუთარი “კავშირებით” და მოახდინა გავლენა უზენაესი სასამართლოს განმხილველ მოსამართლეებზე არჩილ კბილაშვილმა? სხვაგვარად სრულიად შეუძლებელია ახსნა მოეძებნოს იმ უპრეცედენტო დასკვნებს, რომელსაც ასე უხვად შეიცავს ხსენებული გადაწყვეტილება და რომელიც წარმოდგენს იურიდიული მანიპულაციების გამოყენების ნათელ მაგალითს. მით უფრო, რომ უზენაესი სასამართლოს “მოსაზრებები” ცალკეულ შემთხვევებში ემთხვევა კბილაშვილის “მოსაზრებებს” საქმესთან დაკავშირებით.

„ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის პროცესის გადადების მიზეზი თან იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვის განახლების თარიღს სასამართლო ამ დრომდე არ ასახელებს. ბოლოს ჩემთან კომინიკაცია ქონდა საქმის განმხილველი მოსამართლის ქეთევან მესხიშვილის თანაშემწეს და მაცნო პროცესის გადადება. ამ სხდომამდე იყო არა ერთი სხდომა და არსებობდა ყველანაირი საფუძველი, რომ სწორედ ამ გადადებულ სხდომაზე საქმე აპელაციაში დასრულებულიყო. გაურვეველი მიზეზით საქმის გადადება არის სრული აბსურდი, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციანშია 2014 წლის დეკემბრიდან. ანუ თითქმის ხუთი წელია საქმეს სასამართლო განიხილავს და ქონებას ადევს ყადაღა, ეს არის დამაგრეველი ბიზნესისთვის. ბუნებრივია, მიჩნდება სრულიად ლეგიტიმური ეჭვი,იმის თაობაზე რომ ბატონმა არჩილ კბილაშვილმა, როგორც ყოფილმა მაღალმა სახელმწიფო თანამდებობის პირმა ხომ არ ისარგებლა ბოროტად საკუთარი “კავშირებით” და მოახდინა გავლენა უზენაესი სასამართლოს განმხილველ მოსამართლეებზე. აბა, რა დავარქვა ამ ყოველივეს?!– აცხადებს შპს “არტ ღვინოს” ადვოკატი არჩილ თაბაგარი “თაიმერთან” საუბარში.

კითხვაზე, “ხომ არ არის საქმეში ცალკეული გარეშე პირების ინტერესი და იკვეთება თუ არა გავლენა სასამართლოზე ან სხვა სტრუქტურაზე?”, არჩილ თაბაგარი პასუხობს: “პირადად მე, არჩილ თაბაგარს, ადვოკატს მგონია, რომ არის. ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აქ ხდება რაღაცა სახის მანიპულაცია. ფაქტია რომ ამ მანიპულაციას აქვს ერთი მიზანი – ობიექტი ამყოფონ მუდმივად სასამართლო დავის რეჟიმში. ანუ, ობიექტს რომ ჰქონდეს სტატუსი – არის სასამართლო დავის ქვეშ. აშკარად კერძო საკუთრების წართმევის პრეცენდენტზე ვერ ვისაუბრობ, ჯერ არ მაქვს ასე ხელი ჩაქნეული საქართველოზე. ამიტომ მათ იციან, რომ ასე პირდაპირ საკუთრების წართმევა ვერ მოხერხდება, რადგან ქონების ამჟამიდელი მესაკუთრეეები არიან აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მფლობელები და არ არიან შემხებლობაში დავის საგანთან. მე  როგორც პიროვნებას მაქვს ჩემი შეხედულება – ამ შეხედულებაზე ვრჩები როგორც ადვოკატი და ამ საქმის წარმომადგენელი. ანუ ვფიქრობ, მოხდა გარკვეული სახის ჩარევა იმისათვის, რომ საქმეზე არ დამდგარიყო შედეგი და დავის სტატუსი შენარჩუნებულიყო. საქმე მთავრდებოდა და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო – ანუ ჩვენ გავმართლდებოდით, როგორც აქამდე გავმართლდით ყველა სხვა ინსტანციაში. ეს არ აწყობდათ ჩამი აზრით. ოდესმე ამასაც ექნება დასასრული. მაგრამ ვიმეორებ- სამწუხარო ის არის, რომ სხდომა გადადეს და თარიღი არ გვითხრეს. “არ ვიცი როდის იქნება”, ეს პასუხი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია”, – აცხადებს შპს “არტ ღვინოს” ადვოკატი არჩილ თაბაგარი.

 

სკანდალი- ახდენს თუ არა გავლენას არჩილ კბილაშვილი სასამართლო კოლეგიაზე

banner
წინა სტატიაშივარკეთილში „სმაილის“ მაღაზია გატეხეს
შემდეგი სტატიაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს