2400 ლარი ტესტირებისთვის- შსს-ს არაადამიანურ მოპოყრობაში ადანაშაულებენ

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

სამართალდამცველთა მხრიდან მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობენ მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრები და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მოძროაბის ერთ-ერთი აქტივისტი დავით სუბელიანი მომხდარს არსებული ავადმყოფურ ნარკოპოლიტიკას უწოდებს . მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები.

“სავარაუდოდ არის გარკვეული პროცედურული გადაცდომები, ეს ხშირად ხდება, თუმცა არაადამიანური მობყრობა სახეზეა, იმიტომ, რომ 7-8 საათის განმავლობაში ადამიანები გაჩერებულები ჰყავდათ , ჩხრეკდნენ, ვერაფერს ვერ პოუობდნენ და ბოლოს დაგვიბრუნეს ეს ხალხი ჩვენ. ცალკე საკითხია სამართლებრივად როგორ შეფასდება ეს კონკრეტული ეპიზოდი, რამდენად კანონიერი იყო ან არ იყო კანონიერი, თუმცა ცალსახაა, რომ ეს არის ავადმყოფური ნარკოპოლიტიკის გამოვლინება. ამბობენ, რომ თითო ადამიანის შემოწმება ჯდება 400 ლარი, შესაბამისად 2400 ლარის მხოლოდ ტესტირება გააკეთეს. აქ კარგი ამბავიც არის, ერთ-ერთს აღმოაჩნდა ჯანმრთელობის გარკვეული რბლემები, რომელიც არ იცოდა და ამ შემოწმების შედეგად შეიტყო. ნარკოპოლიტიკა გუშინ ჩადგა ხალხის სამსახურში უფასო ექოსკოპიებით”,-აცხადებს თეთრი ხმაურის აქტივისტი დავით სუბელიანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტი 1-2 დეკემბერს შედგება
შემდეგი სტატია“მინდა რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს შენიშვნები ერთმანეთის ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე და ა.შ.”