24 წლის ირაკლი ჭინჭარაულს სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება

24 წლის ირაკლი ჭინჭარაული 9 ნოემბერს ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ქალა–ტვინის ურთულესი დაზიანება მიიღო.

ირაკლი ჭინჭარაული ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

“ირაკლი მარტოხელა დედის ერთადერთი შვილია, ის იბრძვის სიცოცხლისთვის – დავუდგეთ გვერდით, გავერთიანდეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად! საავადმყოფოში გატარებული თითოეული ღამე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, საუბარია დაახლოებით 1300 ლარზე ერთ ღამეში. ირაკლი დაზღვეულია კერძო სადაზღვევო კომპანიაში და არ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით. აღნიშნული სადაზღვევო პაკეტი კი ანაზღაურებს ხარჯებს მხოლოდ 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში. ეს თანხა კი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქმის მთლიანად დაიხარჯა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს”,- ნათქვამია ირაკლი ჭინჭარაულის მეგობრების მიმართვაში.

დაეხმარეთ ირაკლის ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე:
ანგარიშსწორების ანგარიში: GE02TB1821136512500017
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: თეონა არდოტელი

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით საუბრობს
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძემ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა