19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი საცხოვრებელ სახლში — აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 24 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიავარია გონიოში: მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა — დაშავებულია 5 ადამიანი
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილი თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლია”- სააკაშვილი