24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება-შავი ზღვა ჩვენი ევროპული კარიბჭეა-მოწერელია

“მსოფლიო საზღვაო დღეს ვულოცავ ამ სფეროს ყველა წარმომადგენელს.
შავი ზღვა ჩვენი ევროპული კარიბჭეა, ამიტომაც საზღვაო სექტორის წარმატებულ მუშაობაზეა დამოკიდებული საქართველოს, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მომავალი.
მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს საზღვაო განათლების განვითარებაში. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, ქართული ზღვაოსნობის ახალ დასაყრდენი – ფოთის საზღვაო სასწავლებელი, რომლის რეაბილიტაცია 2020 წლის 27 ოქტომბერში დასრულდა. 140 წლის წინ, ფოთში საზღვაო განათლებას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ, ეს სასწავლებელი მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ახალგაზრდები ჩამოყალიბდნენ მაღალანაზღაურებად, კვალიფიციურ კადრებად , რომლებიც საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურაში დასაქმდებიან”-წერს აბაშის, მარტვილის , წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი ალექსანდრე მოწერელია 

banner
წინა სტატიაშიდოლიძე – დაპირისპირება, მუშტიკრივი უნდა დავასრულოთ
შემდეგი სტატიასაქსტატი – 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში სიკვდილიანობა 8.3%-ით გაიზარდა