24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 817 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 132 პირს დაუდასტურდა, 2 956 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი, 38 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 956 პაციენტი