“ვიქნებით აქ და შევქმნით წინააღმდეგობის პირველ წერტილს. 24 საათი ვჩერდებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე”, – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს.
“როგორც ჩვენმა თანამებრძოლებმა გვითხრეს, ეს ადგილი არის პირველი წინააღმდეგობის წერტილი. შემდეგი 24 საათი ვიდგებით აქ. მივმართავთ მოქალაქეებს, ვინც ახლა თვალს გვადევნებს. შემოგვიერთდით ამ ადგილზე. ჩვენ მშვიდობიანად ვიდგებით აქ და აქ შევქმნით პირველ წინააღმდეგობრივ წერტილს. 24 საათი ვჩერდებით ამ ადგილზე და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. მთავარი. მე მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცავით წესრიგი. ჩვენ მშვიდობიანად ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები და არ შეასრულოთ პოლიტიკური დავალებები. ნუ დაიწყებთ, ნურავითან პროვოკაციებს. ჩვენ ვართ მშვიდად წყნარად მოსული. წინასწარ გატყობინებთ ჩვენს გეგმას. 24 საათი ამ წერტილში ვიქნებით გაჩერებული და არ დავიძვრებით აქედან. შემდეგ სამოქმედო გეგმას მოგაწოდებთ მოგვიანებით. ჩვენი თანამებრძოლები არიან ასევე რუსთაველზე და სხვა ადგილებზე. ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს ამ ადგილზე და ყველამ ერთად დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის, რომ თვითმარქვია ადამიანები გავუშვათ ხელისუფლებიდან “, – განაცხადა ვაშაძემ.