24 საათის შემდეგ ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა

ცეცხლი ტყის მასივის 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი საბოლოოდ გუშინ, გვიან ღამით ჩააქრეს.

150-ზე მეტმა მაშველმა ტყის მასივში 24 საათზე მეტ ხანს იმუშავა. მეხანძრეები ბორჯომის ხეობაში საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩაიყვანეს.

ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოებში მონაწილოება ასევე სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმაც მიიღო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზს საგამოძიებო უწყება სწავლობს. თუმცა, წინასწარი ინფორმიციით, ცეცხლი ადგილობრივების დაუდევრობის გამო გავრცელდა.

დამწვარია 6 ჰექტარი წიწვოვანი ტყე.

banner
წინა სტატიაშიევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” დღეს დაიხურება
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: პრემიერის განცხადება ინტერპოლის მეთოდოლოგიის შეცვლაზე კომიკურია