რომან გოცირიძე იუსტიციის სამინისტროსთვის “თეას” დარქმევის ინიციატივით გამოდის – რას პასუხობს წულუკიანი?

“ყაზახეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალაქ ასატანას ნურსულთანი დაერქვა. გამომდინარე იქიდან, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა 30 წელი უმწიკვლოდ ემსახურა თავის სამშობლოს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი თეას მოხსენება, რომელიც იყო დემონსტრირება იუსტიციის სამინისტროს თავბრუდამხვევი წარმატებებისა. იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სახელად ვიწოდოთ თეა”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში თეა წულუკიანის მოხსენების შემდეგ, რაზეც იუსტიციის მინისტრმა დეპუტატს “გოციკოების” სახელით ცნობილი კუპონების დრო შეახსენა.

“თქვენ ბრძანეთ, ხომ არ მივბაძოთ ნაზარბაევს და ნუსურთანი რომ დაარქვეს ასტანას თეა ხომ არ დავარქვათ იუსტიციის სამინისტროსო. მე არ ვიცი, ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ, კაცია და ბუნება, მაგრამ მგონი არ არის კარგი აზრი… იცით, რა არის ბატონო რომან, ცოტა სხვა რამე მაფიქრებინა ამან და თუ არ გეწყინებათ გეტყვით, ჩვენ გვქონდა წარსულში დრო, როდესაც მე ბავშვი ვიყავი, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს და…” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაიყო დრო ქართულ ფულს “გუციკოები” დაარქვეს, – თეა წულუკიანის პასუხი რომან გოცირიძეს