მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ

ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება
აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ-ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. ,,თაიმერი”განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

,,მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და
ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას
საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ.
სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის
შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:
• მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• ტაქსის ლიცენზია;
ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი
სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი
შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ
ხაზზე – 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით – ვებგვერდზე
www.sa.gov.ge, ან სააგენტოს “ფეისბუქ”-გვერდზე.”- ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს