ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა

ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში დღეს დილით ჭერი ჩამოინგრა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია შვიდი ექსპონატი, მათ შორის ოთხი სირჩა და ღვინის სამი ბოკალი.

ეკატერინეს სასახლეში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებს ელოდებიან, რათა დაზიანებული ექსპონატები სარესტავრაციოდ წაიღონ.

როგორც მუზეუმის დირექტორმა ლილუ ბერაიამ განაცხადა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ყველა დაზიანებული ექსპონატი აღდგეს. მისივე თქმით, ეკატერინეს სასახლე არის ამორტიზებული და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე განაცხადებს იღებს
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში თურქეთის საზღვაო ძალების მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს