გიორგი მიქაუტაძე – მიხეილ ჩინჩალაძესთან ისეთივე კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორიც ჩემს ბევრ კოლეგასთან

მიხეილ ჩინჩალაძესთან მაქვს კოლეგიალური, კარგი ურთიერთობა, – ასე უპასუხა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ გასაუბრების დროს დასმულ კითხვას, რომელიც მას საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა.

მიქაუტაძის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორიც კოლეგების უმრავლესობასთან.

„მიხეილ ჩინჩალაძესთან მაქვს კოლეგიალური, კარგი ურთიერთობა, ისეთი, როგორიც ჩემს ძალიან ბევრ კოლეგასთან. თითქმის ყველა მათგანს ვიცნობ პირადად და მაქვს კარგი ურთიერთობა, ასევე არის ბატონ მიხეილთანაც”,- განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა.

გასაუბრების პროცესი დღეს სულ 3 -მა კანდიდატმა გაიარა, მათ შორის იყო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე. წარმატებული კენჭისყრის შემთხვევაში, მიქაუტაძე უვადო მოსამართლე გახდება.

კენჭისყრა სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა
შემდეგი სტატიადეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს