2300-მდე თურქი-მესხი უკრაინიდან თურქეთში გადასახლდება

თურქული მედიის ცნობით, სტალინის დროს მესხეთიდან შუა აზიაში გასახლებული ეთნიკური თურქების, ე.წ. თურქი-მესხების შთამომავლები, რომელთაგან გარკვეული ნაწილი უკრაინაში ცხოვრობდა, ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან.
,,უკრაინიდან თურქეთში, თურქი-მესხების 176 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებიც ამის შემდეგ დედასამშობლოში იცხოვრებენ,, აცხადებს თურქეთის სახელმწიფო რადიო-ტელევიზია TRT.
გავრცელებული ინფორმაციით, რეპატრიანტებისთვის ქალაქ ერზინჯანში უკვე გამზადებულია საცხოვრებელი კორპუსები. თურქეთი უკრაინიდან 2300-მდე ე.წ. თურქი-მესხის ჩამოყვანას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა სირიის დედაქალაქს დაარტყა
შემდეგი სტატიაავღანეთის არმია თალიბანთან შეტევაზე გადადის – მოკლულია 12 ტერორისტი