23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება. 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, სადაც უნდა დადგინდეს ახალგაზრდა ქალის დაღუპვის ზუსტი მიზეზი.

მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია სიკვდილის შესაძლო ვერსიად განიხილება, რადგან გარდაცვლილის მანქანაში მედიკამენტები აღმოაჩინეს. თუმცა, ოჯახის ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, კონკეტულად რომელ მედიკამენტებზეა საუბარი.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია, პირველადი დათვალიერებით კი მის სხეულზე ძალადობის ნიშნები არ ჩანს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი იყო. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბოლო დროს დათრგუნული იყო და მის გარდაცვალებას სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებენ.

banner
წინა სტატიაშიმოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე რობაქიძის საქმეს „შეთითხნილს“ უწოდებს