23 წლის ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს-დაკავებულის მამა პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს

23 წლის გიორგი კობახიძის ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

ახალგაზრდა გუშინ მარტვილის რაიონ სოფელ დიდ ჭყონში მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს.შელაპარაკება ქორწილში მასსა და მარტვილის რაიონის პოლიციის განყოფილების ყოფილ უფროსს შორის მოხდა. მათ ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კობახიძე ამჟამად სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. კობახიძის მამა დაპირისპირების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს, თავად სამართალდამცველები კი ცემის ფაქტს უარყოფენ.შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე-კარასინის შეხვედრა: აუცილებლად შევეხები გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება