23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ივანიშვილმა 1/2 მილიარდი დოლარის ნახატები ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე
შემდეგი სტატიატრამპი: მე ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან, ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ პუტინთან, ვცდილობ, დავიბრუნო ფული