23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნის დედის განცხადებით, მას პირობას უყენებენ, რომ ცხედარი საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალონ
შემდეგი სტატიათოვის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა