ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოზე იმსჯელებენ. 23 ივლისს ჩანიშნული მოსმენა შეეხება საქართველოსა და მოლოდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკას.
მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი მოიწვევს. მომხსენებლები იქნებიან:
ჯოშუა ჰაკი – სახელწმიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
კრისტოფერ სმიტი – მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ალექსანდრე სოკოლოვსკი – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე.