25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%- მდე მეტი სიჩქარე თბილისში

ჩვენ ვაგრძელებთ ქსელის გაძლიერებას, რათა ქალაქებსა თუ რეგიონებში უფრო სწრაფი და სტაბილური კავშირი გქონდეს.

ჩვენი ქსელის ინჟინრები დაუღალავად მუშაობდნენ და ბოლო ორ თვეში, ქსელს 25 საბაზო სადგური შემატეს:

  • 11 დიდი (მაკრო) სადგური განთავსდა: გურიაში, აჭარაში, იმერეთში, რაჭაში, შიდა ქართლსა და თბილისში. ეს სადგურები ზრდის დაფარვის ზონას და განსაკუთრებით შესამჩნევია გზაში, მგზავრობისას – ზარები უკეთ ხორციელდება და ინტერნეტიც უფრო სტაბილურია.
  • 14 მცირე (მიკრო) სადგური დავამატეთ თბილისის იმ დატვირთულ უბნებში, სადაც მანამდე კავშირი წყდებოდა: გლდანში, ვარკეთილში, თემქაზე, ლოტკინზე, ნუცუბიძესა და ბელიაშვილზე. ისინი ქსელს დატვირთულ საათებში აძლიერებენ, როცა ბევრი ადამიანი ერთდროულად სარგებლობს ინტერნეტით.

სიახლე გვაქვს თბილისშიც. იმ უბნებში, სადაც ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს, არსებული სადგურები განვაახლეთ: გლდანში, საბურთალოზე, დიდ დიღომში, თემქაზე, დიღმის მასივში, ორთაჭალაში, ორხევში, ვაზისუბანში, ლისზე, სოფელ დიღომში, ვარკეთილში, კრწანისში, ლილოში, აეროპორტის დასახლებაში, დიდუბესა და სანზონაში. პრაქტიკაში ეს ნიშნავს:

  • ონლაინ კონტენტი და ვიდეოები სწრაფად იტვირთება
  • ვიდეოზარები არ წყდება
  • ფაილების ატვირთვა-გადმოწერა გაცილებით სწრაფია
  • ქსელი უძლებს დიდ დატვირთვას ხალხმრავალ ადგილებშიც კი.

 ქსელის განახლების შედეგები ისახება მომხმარებლის შეფასებებზეც – 2026 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლის კმაყოფილება 12 თვის მანძილზე 72%-ით გაიზარდა.

 

 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის შექმნას ჰპირდებოდნენ
შემდეგი სტატიათბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 3 პირი დააკავა