23-ე სართულიდან 19 წლის გოგონა გადმოვარდა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 23-ე სართულიდან 19 წლის გოგონა გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„სასწავლო პროგრამები შემუშავებულია ისე, რომ თეორიულთან ერთად სემინარზევე ახდენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას“
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს