17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

23 დაშავებული და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ოდესაში – რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის შედეგები

ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 165 დრონი გაუშვა, იერიშის შედეგად ოდესაში, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა.

როგორც დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი აცხადებს, დაშავებულებს შორის არიან ბავშვები და ქალები. ამასთან, იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღის შენობა. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ლისაკის თქმით, სამი ადამიანი, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის თავდასხმამ ოდესაში მდებარე ელექტროსადგურს „კოლოსალური“ ზიანი მიაყენა. ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„დრონებით სასტიკი თავდასხმა ოდესაზე. რუსებმა ქალაქს 50-ზე მეტი დრონით შეუტიეს, რომელთა ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. საერთო ჯამში, რუსეთმა ღამით უკრაინის წინააღმდეგ 165 მოიერიშე დრონი გაუშვა, რომელთაგან დაახლოებით 100 „შაჰედის“ ტიპის იყო. ყოველი ასეთი რუსული დარტყმა ანგრევს დიპლომატიას, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძირს უთხრის იმ პარტნიორების ძალისხმევას, რომლებიც ამ ომის დასრულებაში გვეხმარებიან. ჩვენ ველოდებით, რომ შეერთებული შტატები, ევროპა და სხვა პარტნიორები არ გაჩუმდებიან და გაიხსენებენ, რომ რეალური მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ზეწოლა სწორედ მოსკოვზე – სანქციები, რუსული ოპერაციების და რუსეთის ტანკერების ფლოტის მთელი ინფრასტრუქტურის ბლოკირება. აგრესორზე ზეწოლის გარეშე ომები არ სრულდება, ისევე როგორც ისინი არ სრულდება სიცოცხლის დამცველთა მხარდაჭერის გარეშე. საჭიროა ჩვენი ხალხისა და ჩვენი მეომრების სტაბილური მხარდაჭერა და შეთანხმებების უფრო სწრაფი განხორციელება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია – სრულიად დემოკრატიული სამყარო საუბრობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ახორციელებს მოქალაქეების ტერორს, შანტაჟს და მხოლოდ რუსეთი ხედავს წინსვლას საქართველოში – ასეთ სავალალო შედეგამდე მივედით
შემდეგი სტატია“ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან” – ურსულა ფონ დერ ლაიენი