23 აპრილს ლონდონში რუსეთ-უკრაინის ომზე მოლაპარაკებისთვის იკრიბებიან, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების შემადგენლობები ცნობილია

აშშ, უკრაინა და ევროპა 23 აპრილს ომის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხს განიხილავენ, მოლაპარაკებები ლონდონში გაიმართება, – ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერს სტრამერს ტელეფონით ესაუბრა.

“უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ. ჩვენ მზად ვართ შემდგომშიც მაქსიმალურად კონსტრუქციულად განვაგრძოთ სვლა, რათა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე შეთანხმებას მივაღწიოთ, რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების უზრუნველყოფისთვის”, – წერს ზელენსკი.

Bloomberg წერს, რომ ლონდონში აშშ-ის მხრიდან მარკო რუბიო, სპეცწარმომადგენლები ვიტკოფი და კელოგი ჩავლენ, რომლებიც საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებს შეხვდებიან.

უკრაინული ტელეარხი “Суспільне”, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, შს მინისტრი ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლე პალისა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ლიკვიდირებულია ცნობილი რუსი Z-პროპაგანდისტი და ბოევიკი
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება