13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.

სამუშაოების პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე გრიგოლეთის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება.

ნიგვზიანის წრიულიდან ავტომობილები მოძრაობას პირდაპირ გააგრძელებენ საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის სოფელ პატარა გარეჯვარში არარეგისტრირებული სასაკლაო გამოავლინეს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: ვერ ვხედავ შეხვედრის შესაძლებლობას, ვიდრე ირანის საკითხი არ დაიხურება