23-26 ივლისს შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

news
ავტ.: news ივლისი 23, 2015 19:21

23-26 ივლისს შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

მნიშვნელოვანი

  • 23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, შავი ზღვის რიგით IX შავი ჯაზ-ფესტივალი გაიმართება.

სხვა სტატიები

 

23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, შავი ზღვის რიგით IX შავი ჯაზ-ფესტივალი გაიმართება.

ჯაზ-ფესტივალში მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზ-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, GEORGE CLINTON &PARLIAMENT FUNKADELIC, LIV WARFIELD feat, the NGP HORNZ, LISA STANSFIELD და SNOOP DOGG.

ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five”-ში ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაშია ცნობილი ამერიკელი DJ, ჰიპ-ჰოპერი, ბერკლის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი ბრაიან რაიდერ ელისი.

ფესტივალის წარმომდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC Status-ი, მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; აჭარის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენი“.

კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. მსურველებს კი, ბილეთების შეძენა BILETEBI.GE-ზე შეეძლებათ.

news
ავტ.: news ივლისი 23, 2015 19:21