23 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს

news
: news იანვარი 14, 2015 19:37

23 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს

მნიშვნელოვანი

  • ისინი უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა გემზე აფრიკის კონტინენტზე მდაბარე ბენინის რესპუბლიკის ქალაქ კოტონუს ყურეში იმყოფებიან.

სხვა სტატიები

23 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს. ისინი უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა გემზე აფრიკის კონტინენტზე მდაბარე ბენინის რესპუბლიკის ქალაქ კოტონუს ყურეში იმყოფებიან.

მეზღვაურები ჰყვებიან, რომ დამქირავებელი ბერძნული კომპანიის წარმომადგენლებმა მათთან კონტაქტი შეწყვიტეს. საჭმლის და სასმელი წყლის მარაგი კი ამ დროისთვის კრიტიკულად მცირეა.

“კურიერთან” სატელეფონო საუბარში მეზღვაურები ამბობენ, რომ 6 თვეა ისინი კუთვნილი ხელფასის მიღებას ელოდებიან, რათა სახლში დაბრუნდნენ. მათ უკვე დაუმთავრდათ კონტრაქტები და უფულობის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ბათუმის საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტო ამ ფაქტის შესახებ სრულად ინფორმირებულია. თუმცა ოფიციალური კომენტარის გავრცელებას დღის ბოლოს აპირებენ.

news
: news იანვარი 14, 2015 19:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics