23 მედესანტე, რომელზეც რუსული მედია დუმს….

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 16, 2015 01:03

23 მედესანტე, რომელზეც რუსული მედია დუმს….

მნიშვნელოვანი

  • ფოტოზე გამოსახული ეს ახალგაზრდა ბიჭები იმ ოცდასამ მედესანტეს შორის არიან, რომლებიც 12 ივლისს საღამოს ომსკში ყაზარმის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ... სურათი კი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღეს.

სხვა სტატიები

1652774ფოტოზე გამოსახული ეს ახალგაზრდა ბიჭები იმ ოცდასამ მედესანტეს შორის არიან, რომლებიც 12 ივლისს საღამოს ომსკში ყაზარმის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ… სურათი კი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღეს.

რადიო თავისუფლების კორესპოდენტი ელენა რიკოვცევა ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე წერს, რომ არც ერთ რუსულ ფედერალურ არხს ამ ბიჭების შესახებ სიუჟეტი არ მოუმზადებია, თითქოს ისინი არც ყოფილან…

,,მათგან ხუთი დღეს ომსკში დაასაფლავეს… ორი ნოვოსიბირსკში. მათი ნეშტები ორენბურგში, ირკუტსკში, ბაშკირეთში და სანკტ პეტერბურგში გადაიტანეს… მთელი ქვეყანა ტირის, მაგრამ ფედერალური არხებისათვის ეს თემა არაა.

,,მემარჯვენე სექტორი ევროპისკენ მიდის,, ,,უკრაინის ხელისუფლება ვერ უმკლავდება ნაციონალისტებს,,  ამით იწყება მათი დაწყევლილი ახალი ამბები და არც ერთი სიტყვა ამ ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებზე,, წერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

,, რუსულმა მედიამ, რომელიც 24 საათის განმავლობაში ლუგანსკელი ბოევიკის, მოზგოვოის დასაფლავებას აშუქებდა, არც ერთი სიტყვა არ თქვა საკუთარი არმიის ჯარისკაცებზე, რომელთაც ზოგს ორსული ცოლი დარჩა, ზოგს მცირეწლოვანი ბავში და უმეტესობას კი საერთოდ  ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი… პრეზიდენტი  გუშინ გაღიმებული შეხვდა კლიაზმაში ახალგაზრდა სწავლულებს… კარგი ამინდი მიულოცა მათ… ამ ახალგაზრდებზე კი დღემდე სიტყვაც არ დაუძრავს… თითქოს ისინი არც ყოფილან, როგორც არ ყოფილა ომსკის ყაზარმა. ისინი 23-ვე უსახელონი არიან. არაფერი პერსონალური,, წერს ელენა რიკოვცევა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ღამე, ომსკში მდებარე შინაგანი სადესანტო ჯარის ყაზარმა ჩამოინგრა, რომლის ნანგრევებში 38-მდე სამხედრო მოსამსახურე მოჰყვა… აქედან 23 დაიღუპა, დანარჩენები კი დაშავდნენ. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყაზარმის ჩამონგრევა შენობის უხარისხო რესტავრაციის გამო მოხდა, რომლის შეკეთების დროს ობიექტზე მომუშავეთა გარკვეული რაოდენობა ნარკომანები და ლოთები იყვნენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 16, 2015 01:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics