228 წლის განმავლობაში პირველად ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს

ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ მუზეუმს, პარიზის ლუვრს, მისი ისტორიის 228 წლის მანძილზე პირველად უხელმძღვანელებს ქალი – “გარდიანი” წერს.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელოვნების ისტორიკოსი ლორანს დე კარი მუზეუმის ხელმძღვანელად დანიშნა.

დე კარი 2017 წლიდან ხელმძღვანელობს დ’ორსესა და ორანჟერიის მუზეუმებს, ახალ თანამდებობას კი ის სექტემბრიდან დაიკავებს.
დე კარი მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების სპეციალისტია, 2007-2014 წლებში აბუ-დაბის ლუვრის განვითარებაზე მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით დ’ორსესა და ორანჟერიის მუზეუმებმა 2019 წელს რეკორდული დამთვალიერებელი მიიღო.

საფრანგეთში გასულ კვირას გაიხსნა მუზეუმები, მას შემდეგ რაც კორონავირუსის აკრძალვები მოხსნეს. ლუვრმა გაავრცელა, რომ 2020 წელს დამთვალიერებელთა რაოდენობა 72%-ით შემცირდა.

banner
წინა სტატიაში“ბრექსიტის” შედეგები: ბრიტანეთის საზღვარზე ევროკავშირის 167 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაNCDC: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა